რეგიონები

ქუთაისის სსდ ცენტრის შენობაში, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის ახალი უნიფორმების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პირველ ეტაპზე, ახალი უნიფორმები დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში განაწილდა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და არასამედიცინო პერსონალისთვის 3000-მდე ახალი ფორმა შეიკერა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

ინტესიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36 -კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

სრულად...

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სრულად...

ქუთაისში, ავტოქარხნისა და სულხან-საბას დასახლებაში, ორი ახალი ბაღი შენდება. ავტოქარხნის დასახლებაში მშენებარე ბაგა-ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერეს. 

სრულად...

გუდაური-კობისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვებია.

სრულად...

სენაკის მუნიციპალიტეტს თეკლათის თემში ახალი, აგურით ნაგები წმინდა ბარბარეს სახელობის ბაზილიკური ეკლესია შეემატა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

სრულად...

რუისი–აგარის 19 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უკვე აშენდა 3 ხიდი და 4 გზაგამტარი, 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი და 6 მიწისქვეშა გასასვლელი. ამ ეტაპზე გზის მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქვაყრილების მოწყობა მიმდინარეობს. 

სრულად...

დღეს (11 თებერვალი, 2015) ქალაქ სენაკში, სასტუმრო ,,ვერსალში’’, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ საზოგადოებას 2013-2014 წლების ანგარიში წარუდგინა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი