მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე გრიგალავა guardian.ge -სთან საუბრისას, ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილ პირველ პირებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნისას მარტვილში უძრაობა იყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე guardian.ge -სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიცემული დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ახალციხეს ეწვევა და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რეგიონის საწარმოო რესურსების შესახებ ისაუბრებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაწყებული აქცია ზუგდიდში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს.
საქართველოს რეგიონული განვივითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შუახევის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება აქვს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" სოსლან ზოიძე ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილის ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.
პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, საჩხერის, ხონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები მათ შორის დაასახელა, ვისაც საბიუჯეტო თანხების "ძალიან კარგი ათვისება აქვთ".
გუშინ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან დახურულ შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონების განვითარებას აფერხებს, მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.
თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ დაიძლიოს ის გარკვეული ჩამორჩენა რეგიონებში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა აქცენტები, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ guardian.ge -ს ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.