საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
ქვემო სვანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა სოფელ საყდართან ცენტრალური გზის დაახლოებით 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, დააზიანა ხიდი, რომელიც ლენტეხს სამ თემთან აკავშირებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონებში სამუშაო ვიზიტების ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი,წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. მოვარდნილმა წყალმა ცენტრალურ გზაზე დროებით შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა.
მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა - აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახალაშენებული გაზსადენი დაათვალიერა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ახალქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ზეპირი გამოცდა და გასაუბრება გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.