რეგიონები

სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათების გადაცემა.

სრულად...

ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ფერმერები დიზელის საწვავს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდიან. 

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

სრულად...

20 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მესამე რანგის მესამე კატეგროიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის, ზეპირი გამოცდა და გასაუბრება ჩატარდა. კონკურსის მოცემულ ეტაპზე სულ ხუთი აპლიკანტი გადავიდა, რომელთაგან გამოცდაზე მხოლოდ ორი კონკურსანტი გამოცხადდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებს ეწვია. თეა ახვლედიანი სოფელი პერევის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა და ბლოგ-პოსტთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამასთან, სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

სრულად...

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში უამინდობის შედეგად შიდა სახელმწიფოებრივი გზის ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ლატალსა და ბეჩოს შორის ე.წ. შყაბთან კლდის მასივი ჩამოინგრა, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა.

სრულად...

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, სოფელ ლატალთან ჩამოვიდა კლდის მასა. ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები 20 წუთში დაიწყო და გზის ერთ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათში აღდგა.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული პირებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი