ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით, სკოლის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 80 000 ლარი შეადგინა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 429 ადამიანი, - წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. სასაზღვრო ავიაციამ განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხუმარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის განხორციელების სახელშეკრულებო ღირებულებაა 3 934 898 (სამი მილიონ ცხრაას ოცდათოთხმეტი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი.
რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
10 ნოემბერს, ისრაელის ელჩი რან გიდორი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაზე მოხდა რეგიონის პოტენციალის გაცნობა და ისრაელის საელჩოსა და „Mashav“-თან (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) შესაძლო თანამშრომლობისა და პერსპექტივების განსაზღვრა.
ციტრუსის მოსავლის აღებისა და დაბინავების საორგანიზაციო საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად განიხილა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლახუშდში, სამანქანო გზის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში (NAT200014602) გამარჯვებული ი/მ „ბონდო ფარჯიანი“ასრულებს.
დაბა მესტიაში ბეთქილის ქუჩის გზის საფარის გრანიტის ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.