მარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. პროექტის შესაბამისად 60 მეტრზე მოეწყობა გაბიონი.
ხობის კულტურის სახლში ახალი ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის” პრეზენტაცია გაიმართა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საშუალოვადიანი მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განაგრძობს მესტიის მუნიციპალიტეტის სათემო სოფლების კოშკებისა და მაჩუბების სრულფასოვანი რესტავრაციის პროცესს.
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონში, დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. მან დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონისა და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალ სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო.
ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.