სამართალი

შს სამინისტრომ ბეშუმში, დოღის დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ცნობით, საქმე 124-ე მუხლით აღიძრა. აღნიშნული გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

სრულად...

ბათუმში სამართალდამცავებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი რამდენიმე სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული თემურ ფ. ცემის ფაქტზე გამოავლინეს.

სრულად...

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.

სრულად...

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დავით დ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სადახლოში დააკავეს.

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ხუთშაბათს ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

სრულად...

ბათუმში 4 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლოს” აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გამოსაკითხად გამომძიებელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მივიდა.

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია. მისი თქმით, მოსამართლეებისთვის უცნობია, თუ ვინ შეცვალა აღნიშნული სარჩელები.

სრულად...

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მაია ბ. და 1980 წელს დაბადებული ნანა შ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი