"ალეკო ელისაშვილი თუ ვინმე სხვა, იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აგონ პასუხი საკუთარი განზრახ ცრუ ბრალდებებისთვის" - ეკა ბესელია.
"ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ გლდანის ციხეში მიმდინარე სხდომაზე ამ დრომდე 15 საქმე განიხილა და თხუთმეტივეს შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო".
უწყებებს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ჰქონდათ, სუს-იც დაემატა.
ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილსა და გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 4 იანვარს მომხდარი შემთხვევის დეტალებზე და ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის გამოყენების საჭიროებაზე.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ირაკლი კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. დავით კირკიტაძის ძმის სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:30 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურა დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ირაკლი კირკიტაძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
შსს დავით კირკიტაძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.