ქუთაისის საქალაქო სასამართლო ემიჯნება და მკვეთრად უარყოფითად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გაკეთებულ განცხადებებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახვლედიანის მიზანს წარმოადგენს არა სასამართლო სისტემის გაძლიერება და განვითარება, არამედ მისი დისკრედიტაცია, შესუსტება და დაკნინება საზოგადოების თვალში.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კირკიტაძე პოლიციის თანამშრომელთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, "შირაქის პროდუქტის" ჯიხურის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით არის დაწყებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა პროკურატურაში იმყოფება. მან საგამოძიებო უწყებას ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში კრიმინალების მოხვედრის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
დადასტურდა ჩვენი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მამუკა ახვლედიანის პოზიციას არ იზიარებენ.
შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ესწრებიან.
"მეშინია გაბრაზებულმა თეა წულუკიანმა ისეთი კანონი არ მიიღოს, რომ სასამართლო ხელისუფლება ვინმეს დაუქვემდებაროს" – განცხადება ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პარლამენტს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ჯერ არ დაუწყია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსი დაუპირისპიროს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, მიწვევის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არ ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.