შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროუპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული მუხრან ა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავა.
სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების: გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და სახელმწიფოს მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი დააკავა.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია კეზერაშვილის უფლებების დამცველმა საქართველოში, ადვოკატმა შოთა მინდელმა დაადასტურა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ − განჩინება გამოიტანა. ინფორმაციას ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ არეშფერანში, ვლადიმერ ბესთაევი დააკავა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, მარნეულში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ელშან გ. თბილისში დააკავეს.
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი პოლიციელებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ,- ამის შესახებ ბრალდებულმა ფილიპე ბაბაიანმა, არტურ ოგანეზოვის მამამ – ვლადიმერ ოგანეზოვმა და ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ისაუბრეს.
შსს-ს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო პროცედურების გავლისას დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.