საავტომობილო გზების დეპარტამენის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 13:52 საათზე, ახალციხიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ-ში, სოფელ ანიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა.
თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერია განცხადებას ავრცელებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ლისის ტბის მახლობლად მდებარე თბილისის SOS ბავშვთა სოფელს ესტუმრა.
თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან ლაშა აბაშიძესთან, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, - ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა.
„რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სწორი, ადეკვატური და მნიშვნელოვანი, ვიდრე უფროსი თაობის ზრუნვა მომავალ თაობაზე, იმისათვის, რომ ჩვენი შვილები უფრო დაცულ გარემოში ცხოვრობდნენ", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების" შესახებ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების" შესახებ ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.