საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყო.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება გაიმართა.
26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება თბილისში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 საბაჟო ადმინისტრაცია იღებს. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ აღინიშნება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, როდიონოვკა-ნინოწმინდის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მისი ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს", - აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს კინოლოგიის ცენტრის გახსნაზე გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს.
თუ უკრაინა გადასცემს გია ცერცვაძეს რუსეთს, გია ცერცვაძე იქედან ცოცხალი არასოდეს არ დაბრუნდება, - აღნიშნული განცხადება ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მეუღლემ, ტატიანა მესხმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" გააკეთა.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სპექტაკლი დადგეს. სპექტაკლი ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში „ბრიტანეთის კუთხეში“ გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.