ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შ.პ.ს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალურ დირექტორს, ირაკლი ბენდელიანსა და „ყაზტრანს-გაზ თბილისის” სპეციალურ მმართველს, მამუკა კობახიძეს შეხვდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში ეხმაურება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი ნიჟარაძე ეხმაურება ბორდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომ საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევით „სამარცხვინო გადაწყვეტილება" მიიღო. ნიჟარაძის თქმით, „სამარცხვინო არავის არაფერი ჩაუდენია".
მედიაექსპერტის, ზვიად ქორიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა „პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნით" მოხდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა დაიწყოს ბრძოლა - ჩვენ უნდა გავხდეთ ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე მედია-ბაზარზე, - აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია. მეორე ტურის მეორე ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი ვასილ მაღლაფერიძეს დაუჭირა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გამოსავლენად მეორე ტურის მეორე კენჭისყრა გაიმართება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.