საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წლის დადგომა მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა. „იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და ვიფიქროთ ჩვენ სამშობლოზე. სამშობლო უპირველეს ყოვლისა“. მან ასევე აღნიშნა, რომ „არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე, მისი მოღვაწეობა უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოქლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხისადმი საახალწლო მილოცვის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ „როგორც არასდროს, მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლებში, იმ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღმშენებლობა“.

სრულად...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ექიმი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიაში გადაყვანისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროება მოიხსნა.

სრულად...

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

სრულად...

დევნილთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ ლაგვილავების 6-სულიან ოჯახს, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა.

სრულად...

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, წინასაახალწლოდ, ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიგი ადამაშვილმა და ლიკა თუთისანმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართული და უცხოური ცნობილი ჰიტები შეუსრულეს.

სრულად...

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა -თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ნინო სურგულაძისა და ფონდის „ნატვრის ხე“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო საქველმოქმედო გალა-კონცერტს დაესწრნენ. 

სრულად...

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა, ყველა რისკი მოხსნილი არ არის.

სრულად...

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტელეკომპანია გარე ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ვეღარ ახერხებს. მისივე თქმით, თუ ყადაღის მოხსნა არ მოხდა, ცოტა ხანში ტელევიზია შიდა ვალდებულებებსაც ვეღარ გაისტუმრებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი