წმინდა სინოდმა 22 დეკემმბერს „მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატიის“ და ასევე „სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებების და ურთიერთბრალდებების“ შესახებაც იმსჯელა და ამასთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო, რომელშიც წერია, რომ იმ ძალებს, „რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს“.
მედიაჰოლდინგმა "იმედმა" დაასრულა მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენაზე, ხოლო ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლების სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, gwp-ის 2017 წლის საყოფაცხოვრებო ტარიფი მრიცხველიანი და უმრიცხველო აბონენტებისთვის უცვლელი დარჩა, კომერციული ობიექტებისთვის კი ერთნახევარი თეთრით გაიზარდა.
.საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი და ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გააკეთა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთებზე.
შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე იმედოვნებს, რომ სოფელ მოხეში „ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ისურვებდა ორივე მხარე“. როგორც მან Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მოხეში მიმდინარე მოვლენები დაკვირვების ქვეშ არის.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცხოველთა აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ამ თემის "მახინჯი" ფორმით ტირაჟირება მოხდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.