„ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ“,-განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მისი იმ განცხადების გავრცელების გამო, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს 12:00 საათიდან ყველა აბიტურიენტს საშუალება აქვს ზოგადი უნარების გამოცდის პირველად შედეგებს გაეცნოს და საკუთარი ნაშრომები ნახოს.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის.
სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია”-ს ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ სემინარი ჩაატარა.
ყოფილი პარლამენტარის, რომან მარსაგიშვილის განცხადებით, მისი სახლის ეზოში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი მოქმედებაში არ იყო მოყვანილი.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „რედისონთან“ ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ყვითელი სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები 100-მდე დევნილისთვის ინვენტარისა და ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფოთში, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს შეხვდა, რომლის ორგანიზებით, ქალაქში თეატრალური ფესტივალი იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.