საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა.
აჭარაში ე.წ ღორის გრიპის ვირუსით მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. 37 წლის ქალი შეუძლოდ 18 იანვარს გახდა, საავადმყოფოს კი 10 დღის შემდეგ, 28 იანვარს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსულის, ევა ბერგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საელჩოს საკოორდინაციო ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
აა(ი)პ „თბილისის განვითარების ფონდი“-ს მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით 9 თებერვლიდან დაიკეტა აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე.
ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირება დაჩქარებული წესით მოხდება, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა გადახდილი, - ამის შესახებ გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დარეგისტრირების პროცესი უკვე დაწყებულია.
აჭარაში ე.წ ღორის გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 66 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 29 იანვარს მოათავსეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დღეს ლეტალური შედეგი დადგა.
კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, სამი კლინიკის „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება.
უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამთავრობოთაშორისი შეხვედრა, საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.