საქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თხოვნით მიმართავს, მოქალაქე გიორგი ტატიშვილს, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა.
სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე შესაძლოა კანონი გამკაცრდეს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის კანონპროექტის შეთავაზებას იუსტიციის სამინისტრო გეგმავს.
ჯვრისწერას, შესაძლოა, იურიდიული ძალა მიენიჭოს. აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.
კუკიის დასახლებაში, 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებმა ბაკურიანში საგანაგებოდ მათთვის გამართულ სათხილამურო შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.
კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დღეს მოეწყო საბაგიროს გაშვება სატესტო რეჟიმში.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს H1N1 ვირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი გალის რაიონის მცხოვრები იყო.
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ გასული წელი შეაჯამა.
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, "მაესტრო 24"-ის ეთერში გაშვებას რამდენიმე თვეა გეგმავს. როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არხმა ავტორიზაცია აგვისტოში გაიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.