საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი,ს მოადგილემ შალვა გოგოლაძემ განუცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის სიმპტომებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს 159-მა პაციენტმა მიმართა.
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.
თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი, აღნიშნული პროცესი, ამ ეტაპზეც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბერი ანდრიას სახელობის, სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლის ბენეფიციარებს ეწვია.
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებობს სკანდალური მიმოწერა, რომელიც ყაზტრანსგაზის დროებით მმართველებს, ირაკლი გაბუნიასა და გიორგი ბენაშვილს, ეკუთვნის.
მახათას მთაზე მოქალაქეების მიერ, მიწის ნაკვეთების მითვისების მიზნით, თვითნებურად შემოსაზღვრული ტერიტორიები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და აზუსტებს, რომ მახათას მთაზე მიწის ნაკვეთების გასხვისების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ, კახა ცხადაძეს ფეხბურთის ფედერაციის წინაშე არსებული ძველი დავალიანება შეახსენა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, კახა ცხადაძისა და სამწვრთნელო შტაბის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.