კომპანიები: “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი” და “მცხეთის წყალი”, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას!" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს პოსტი", - ამ სიტყვებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა და თავისი საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, სამინისტროს გენდერული აუდიტის ანგარიშს ასაჯაროებს.v
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა: დეკონტამინაციის 4 კაბინა, აირგაუმტარი კომბინეზონები, პნევმატური კარავი და სამედიცინო ჩანთები გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.
პირველადი ჯანდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გამო, ფინანსთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი ავტომობილები ჯანდაცვის სამინისტროს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის გადასცეს.
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებრივ ავტომობილს რესპუბლიკურ საავადმყოფოს გამოძახებებისათვის უახლოეს საათებში გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს მოუწოდებს, შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს მიმართონ.
112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გუშინ 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა, - ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკომ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.