საქართველოში H1 N1-ით ქუთაისში შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.
საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას, - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა თავისი ნათლულები დალოცა. უწმინდესის ნათლული 560-ზე მეტი ბავშვი გახდა. სამების საკათედრო ტაძარში ჩვლითა 42-ე საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მივიდა, ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ნათლულები დალოცა.
დედაქალაქის მერი, ავტობუსების შემოყვანის საკითხზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. დავით ნარმანიას თქმით, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონთან ერთად, ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც" შედის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, რომ "დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო".
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში ამ წუთებში წყლის კურთხევა მიმდინარეობს.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
პროექტში „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ჩართულმა ახალგაზრდებმა საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქციები გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.