თბილისის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ „დეზინფორმაციას“ ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა.
თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
მუხიანი 2-ში, (მუხიანის აგარაკებზე) გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა; ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან”, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა და დაამატა, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც შაქარს, ზეთს და ზოგადად, პირველადი მოხმარების სურსათს არეზერვებს, რადგან მერე ძვირად გაყიდოს, არანაირი მორალური უფლება არ აქვს ისაუბროს სიკეთეზე და სოლიდარობაზე, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე წერს.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთარიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა იმართება. ღონისძიებაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.
„მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაწყებულია და პროცესს კომპანია ორ კვირაში დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.