ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, წყნეთში, ამილახვრის N23-ში,თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი ეწყობა. ამის შესახებ თბილისისმერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივიტრანსპორტის ვადიანი სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათებს მიებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის საჯარო ბაღებში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემთბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სამშენებლო კომპანიები გაზრდილი K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებას შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ლიბერთიმ UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა საზოგადოებას გააცნო ლიბერთის მიერ ქალთა გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და განვითარებას.
მთაწმინდაზე, დ. ჭონქაძის ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
თბილისის მერის ინიციატივით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი გრძელდება. ბელიაშვილის N5-ში, სადაც ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია გახსნილი, კახა კალაძე დღესაც მივიდა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების გაწევის მსურველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს.
დიდმა საერო მამებმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად, ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, მათი ეს დაჟინებული ძალისხმევით სწორედ, გამოცხადდა 1917 წლის 25 მარტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.