ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, ამ ეტაპზე, 72 სარეაბილიტაციო პროექტია დაფინანსებული. აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 352 262 ლარი გამოიყო.
თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ერთი ოჯახი დააკმაყოფილა.
გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს.
უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტიუსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად,შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები განაგრძობენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას.ამჯერად პროცესში ჩაერთო „კოკა კოლა“, „არ ემ ჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).
„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, გულითადად მივულოცო დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
ავტობუსების სამარშრუტე ნომრებში ცვლილებები განხორციელდა. ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.