საზოგადოება

ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო, ძირითადად საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დაზარალდა.

სრულად...

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (COMCOM) და ამერიკის ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) მედია და ტელეკომ პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია, COMCOM-მა და FCC-იმ სატელეკომუნიკაციო და მედია პოლიტიკის მიმართულებით, კონკურენციის, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას შეუწყონ ხელი.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით.

სრულად...

თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა, რომელზეც ფინანსური დახმარების შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

სრულად...

თბილისში, ბელიაშვილის ქ. N5-ში ხვალიდან, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

სრულად...

უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სრულად...

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ესენინისა და ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ამჯერად, კორინთას ქუჩა რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, 1 158 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, 430 კვ.მეტრ ფართობზე კი ბეტონის საფარი მოეწყო.

სრულად...

წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ჩატარდა.

სრულად...

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამისთვის -„შემოქმედებითი თბილისი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშიტარდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი