ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონისII კვარტალში N32-33 კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყობა. დასასვენებელი სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია.
ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული.
დედაქალაქის მერი უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თბილისში იმყოფებიან. კახა კალაძემ მათ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, უკრაინელ პატარებს პირადად გაუკეთა საჩუქარი საბავშვო გასართობი პროგრამის, სათამაშოებისა და ტკბილეულის სახით.
თბილისის მერია მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით დღეს უსახლკაროსსტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალურიდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა -შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.
სამგორის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 7 783 კვ. მ -ის ფართობის გზა მოასფალტდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა.
უკრაინის დახმარების კამპანიას, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ შეუერთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.