პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს კახეთის გუბერნატორთან ერთად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა დაავალა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ სერგეენკომ ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განუცხადა.
სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საჯარო განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, კერძოდ, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი კახა ძაგანია ესწრებიან.
საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში საკუთარი სახლის ეზოში სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი აღმართა. ძეგლის დადგმის შესახებ მან „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.
კომერციული ბანკების ნაწილში დოლარი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე რამდენიმე პუნქტით ძვირად იყიდება. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლას ბერლინერი მისი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს. როგორც ნიკოლას ბერლინერმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება ამერიკის მთავრობის და საელჩოს პოზიციაა.
„წვერიანი ვაჰაბიტის" ვირტუალური ფიგურა დღევანდელ მსოფლიოში ბევრ საფრთხის შემცველ თემას ფარავს, რომელთა გრძელი სიის სათავეში ექსპერტები ერთხმად პანთურქიზმს (პანთურანიზმს) მოიაზრებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ის შეიძლება კავკასიისთვის აღმოჩნდეს.
საქართველოში პატიმრებს უმაღლესი განათლების მიღება შეეძლებათ. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
შსს-ს მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს. ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.
ოპოზიციის მოსაზრებებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ძველი, კორუმპირებული კადრები დაბრუნდნენ", შსს მინისტრი ეხმაურება და მოქალაქეებს მიმართავს, რომ უწყებას ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ აცნობოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.