პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილება პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის. როგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.
„სანამ ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფება, არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადამსჯელო-რეპრესიული სახე მიიღოს“, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
თბილისში, შარდენის ქუჩაზე “ტერასა 360″-ში ლიფტი მოწყდა. ინციდენტის დროს კაბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების გადაწყვეტილებას დეპუტატი შალვა შავგულიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება. "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ამბობს, რომ "სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს".
,,ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც გააფორმა ტელეკომპანია იმედმა”, – ასე შეაფასა ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების ,,რეაქციისა და ,,იმედის კვირის” დახურვის ფაქტები.
ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ - შოუებს.
შს ყოფილი მაღალჩინოსნის ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და მას სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ „კვირას“ ინგოროყვას სახელობის „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმ-რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ბროსეს და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველომ” და საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა “კვირამ” თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმომწერები პორტალ “კვირას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთევან ხოსიტაშვილი და ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოს” თანადამფუძნებლები და დირექტორები მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე არიან.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ცისა და დედამიწის მფარველია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი საქართველოს განსკუთრებული მფარველია. მხოლოდ ეს ფაქტი რომ ყოფილიყო, ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.