საზოგადოება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალ განაგრძობენ, - ამის შესახებ  გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს. მათი თქმით, მძღოლები თანახმა არიან, რომ გაფიცვა შეწყვიტონ და ხვალ დილიდან დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.

სრულად...

სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობას დებს. როგორც კახიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ურჩევნია, სამოქალაქო სექტორისგან ნებისმიერი სახის ინფორმაცია პირადად მიიღოს.

სრულად...

ციხეში უნდა იყოს ის სტანდარტები, რომლებიც უნდა იყოს, რადგან ის არის ციხე, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

გაგრძელდება ბრძოლა კრიმინალთან, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა დღეს განაცხადა.

სრულად...

ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი2" -ის ეთერში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ  "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების წინააღამდეგ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

სრულად...

თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა ერთი ნაწილი გაფიცვას განაგრძობს. თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლები გაფიცულ მძღოლებთან დიალოგს  სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში გამართავენ, რის შემდეგაც გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა გაფიცვა.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 30 ივლისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. განაცხადების განხილვა, რომლებითაც მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" განხორციელდება.

სრულად...

ჟურნალისტი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ზაზა სვანაძე, ახლადშექმნილი უსაფრთხოების სააგენტოს შენობაში შესვლას შეეცადა. ის ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილესთან იოსებ გოგაშვილთან შეხვედრას ითხოვდა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი კი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტები და თავდასხმებია. აღნიშნულის შესახებ უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა უწყება დატოვა. ამის შესახებ იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა, თუმცა რა თანამდებობას დაიკავებს, ჯერჯერობით უცნობია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი