ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. სანაპიროზე მყოფმა ქალბატონმა მაშველებს მიმართა, რომ მამაკაცი ზღვამ გაიტაცა. ადგილობრივების თქმით, მაშველებმა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა გარდაცვლილი იყო. 22 წლამდე მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შტორმისა და ძლიერი ტალღების გამო, აჭარის სანაპირო ზოლზე, აგრეთვე ურეკში ზღვაში შესვლა დღეს რეკომენდებული არ არის. ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.
ბუსას საქციელს აბსოლუტურად ვამართლებ, – ასე გამოეხმაურა ზურაბ ჟვანის მეგობარი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გასულ კვირას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზურაბ ჟვანიას უფროსი ვაჟიშვილი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ბარამიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა გასული თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ავტოავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა. თემქაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ოთხი კი - დაშავდა.
პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ვერტმფრენ "სუპერ პუმას" შეძენის საკითხზე კომენტარი მაღალმთიან აჭარაში კურორტ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე გააკეთა და დააზუსტა, რომ მისი ეს კომენტარი ნახევრად ხუმრობაა.
ქალი მსჯავრდებულებისთვის შეზღუდვის დაწესებულების მოწყობის პროცესი დაწყებულია და ახალ წლამდე საფუძველი ჩაეყრება დაწესებულების მშენებლობას, სადაც ქალ მსჯავრდებულებს შაბათ-კვირის განმავლობაში გასვლის და ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება მიეცემათ, ამის შესახებ კახა კახიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
გრიგოლეთში, ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.
"თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 18 დეკემბერი განისაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.