საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსამსახურეთა ხელფასი განისაზღვრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 3540 ლარი ექნება.
ქედაში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ქედის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის, ქირურგ ფრიდონ სირაბიძის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში, პოლიტრავმით მიიყვანეს. ექიმის განცხადებით, 50 წლამდე მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა:
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა უშბიდან ბელორუსი ალპინისტის ჩამოყვანის ღონისძიება წარმატებით დაასრულეს. მაშველებმა ალპინისტი მესტიაში გადაიყვანეს. ის თავს კარგად გრძნობს. მეორე ალპინისტი კი, გუშინ უშბაზე დაიღუპა. მისი ცხედარი მესტიაშია გადასვენებული.
13 ივნისის თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის 19 მილიონი ლარია აკუმულირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
სემეკ-ში "თელასის" განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა ხვალ 15:00 საათზე დაიწყება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დღეს საღამოდან, გლდანის VIII მ/რაიონში, წყალსადენის 450 მმ-იან ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, უშბაზე ბელორუსი ტურისტი დაიღუპა. მას 4 ათას 300 მეტრ სიმაღლეზე ასვლის დროს თოკი გაუწყდა. კიდევ ერთი ტურისტი კი დახმარებას საჭიროებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ურეკში მაშველებმა 13 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავად დასჭირდათ დახმარება.
ჩვენ თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები გვაკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს(TIKA) პრეზიდენტ სერდარ ჩამთან შეხვედრისას განაცხადა.
რძის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან მესამე დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზაზა დოლიძესთან, სააგენტოს სპეციალისტებთან და მედიასთან ერთად მსხვილი სავაჭრო ობიექტები მოინახულა. შემოწმებისას ეტიკეტის წესის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.