საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუდაუთის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ზურაბ ჟვანიას საქმის დღევანდელ არსებით განხილვაზე, გარდაცვლილის დედა, მარიამ (რემა) ჟვანია დაიკითხა. მარიამ ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსზე, კახა გოჩაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი სრულად ენდობოდა მას.
იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიდი დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალური უბნებისკენ სამარშრუტო ტაქსები თითქმის ორი საათია, არ მოძრაობენ. ამის შესახებ დიდ დიღომში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ.
თბილისის მერია ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას პირდება. გუშინდელ ტრაგიკულ შემთხვევას თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
მაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, სხვა ნაგებობებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 სახანძრო ბრიგადა აქრობს.
მორიგი ხანძარი თბილისში. ცეცხლი ამჯერად დიდუბის რაიონში ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე გაჩნდა. ცეცხლი ელიავას ბაზრობაზე საწყობში გაჩნდა.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეები“ თბილისის მერიის მოწოდებას შეუერთდა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.