საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშე კესლინ კანინგმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, დღეს დილის 08:00 საათიდან გადაიკეტა აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე ორმხრივი მოძრაობაა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაცია, მედიაში კომპანია „ატუს“ საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, აშენდება ხიდი.
რატომ არ აინთო ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონზე - ამასთან დაკავშირებით, „თბილისი 2015 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს.
ჩვენ თუ გვინდა, რომ ამხელა მოვლენა 2-3 ნაპერწკალს გადავაყოლოთ, ეს პრობლემაა, – ასე გამოეხმაურა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გუშინ გახსნის ღონისძიებაზე მომხდარ მცირე ხანძარს.
პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი. ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს და სხვა პარტიებთან ერთად ორგანიზებული, საზოგადოებრივი პროტესტის გამოსახატავად ემზადება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.