საქართველო-სომხეთის საზღვარზე მცირე ინციდენტი მოხდა. საქართველოს ორი მოქალაქე სომეხ მესაზღვრეებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
ქარელის რაიონში, სოფელი კნოლევის ახლოს ოთხი დღის წინ გატაცებული 53 წლის ვაჟა თოთლაძე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს.
თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს თბილისში" დღეს გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტის მიღწევები"
თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე - ნინა ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი დაესწრნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
თბილისში მომდევნო კვირიდან 13 ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, დანარჩენი 37-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება,-ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„პოზიციის“ განცხადებით, მაშინ როცა სააკაშვილის წამოწყებულ სამხედრო ავანტურას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სრული ოკუპაცია და მათი რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა, სააკაშვილს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ქართველ თუ უცხოელ ბიზნესმენებზე ტერორი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე (სოფ. საღრაშენის მიმდებარედ) მეწყრული პროცესების შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შს ყოფილი მინისტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ სამეგრელოში, ე.წ. სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები არ უნდა ნახოს. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, სამალავში აღმოჩენილი ფაილების გასაჯაროვება კატასტროფას გამოიწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.