საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზასთან გაკეთებული სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკო და სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.
ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის წევრები აქტიურად ცდილობენ მოიძიონ რესურსები იმისთვის, რათა სტიქიის შედეგები მაქსიმალურად აღმოფხვრან.
მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს, რომ საპატრიარქომ შესწიროს 100 000 ლარი გაჭირვებულთათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით ბრძანა.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ სტიქიის ზონებში მოხალისეებს სამუშაოების შესრულებაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა.
პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული უკვე სახლშია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა. თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიაწოდა.
მაშველებმა გამთენიისას ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონას, ლიზა ზარანდიას ცხედარი იპოვეს. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები მთელი თბილისის მასშტაბით სამძებრო ღონისძიებებს ამჟამადაც განაგრძობენ, - ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა.
ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, რამდენიმე ადგილზე, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფალიაშვილის ქუჩაზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.