თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურები და მონადირეები ვეფხვისა და ზოლიანი აფთრის საძიებო სამუშაოებს ახორციელებენ.
მონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგემდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს. აღნიშნულ მისამართზე სტიქიის შედეგად მიწა ჩამოიშალა და მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია - დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.
თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ახალი სახლების მშენებლობის მიზნით მთავრობა და თბილისის მერია მიწას გამოყოფენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს ალბათ, 100 000 000 ლარიც არ ეყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
წყნეთის ქუჩა #13 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა და მისი მარცხნივ გადაგდება მოხერხდა. სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, წყალდიდობის დროს ისიც დაზარალდა, რადგან მის აუზს ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი ღელე უერთდება.
წყნეთი-კიკეთი-ბეთანიის გზის კოჯრის მონაკვეთზე სავალი ნაწილის გაწმენდის სამუშაოები დღეს დილით დაიწყო და ამ ეტაპისთვის ეპიცენტრამდე გზა უკვე გაწმენდილია. აღნიშნულ სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი პირადად უწევდა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წყნეთის ქუჩაზე მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.