საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დღეს დილიდან ძირითადად ქალ მძღოლებს აჩერებდნენ და საჯარიმო უწყებათა ნაცვლად ყვავილების თაიგულებს აწვდიდნენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი და მთელი საელჩო ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი პირადად იცნობდა უბედური შემთხვევის მსვერპლთ.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო პრემიერ-მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოხატა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილების ოჯახებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.
საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 71-ე წლისთავთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება ჩვენთვის სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი."
საქართველოს საპატრიარქომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ."
მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტისგან" წლების წინათ დაზარალებული მოსახლეობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა საბედნიეროდ, აქციის მონაწილეების ჩარევის შედეგად მან ეს ვერ შეძლო.
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, იმ პურის კომპანიებმა, რომლებმაც ფქვილის ფასის ზრდასთან ერთად ბოლო პერიოდში პურის ფასი გააძვირეს, დადებული პირობა დაარღვიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.