"მე მქონდა ჩემი პირადი ვალდებულება ზურას ხსოვნის წინაშე, რომელიც ბევრად პირნათლად შევასრულე, ვიდრე ბევრმა მისმა სხვა ფორმალურმა ახლობელმა", - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევან"-ში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის კომენტირებისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, არსებული საჭიროებები და გამოწვევები, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო “ქართული კვების კომპანიიდან“ 300 ადამიანის განთავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:
თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს, რომ დაკავებული ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და თანაკლასელია. ნარმანიას თქმით, არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომ ბოდოკიას მისი [დავით ნარმანიას] ძმა იცავს.
თბილისში მყოფი ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა.
დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, მოსახლეობა, მთელი ხალხი უძღებ შვილს ემსგავსება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ქადაგებისას უძღები შვილის იგავი გაიხსენა.
ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ134 -კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 5 თებერვლის ღამეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში არეულობას ჰქონდა ადგილი, არ ადასტურებს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.