ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პრიორიტეტულ გამოძახებებზე პაციენტი 10 წუთში მანქანაში უნდა იყოს, მაშინ როცა სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოძახების ადგილას მისვლას ხშირად 1 საათამდეც კი უნდებიან.
თბილისის მთავრობის სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სამსახურის ეფექტიანობის გასაზრდელად საინტერესო კონცეფცია წარმოადგინა.
საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს “პატრიარქმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია დაიბარა და მიხეილ სააკაშვილთან დააბარა, რომ “დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოს”.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის თვის ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 0.9%-ით.
დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო პერიოდში ოპონენტების მხრიდან აჟიოტაჟია ატეხილი გზებზე სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. ნარმანიამ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დაიწყო და 2015 წელში გაგრძელდა 23 ქუჩის საგზაო სამუშაოების რეაბილიტაცია, რომელთა ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ დედაქალაქსა და მის გარშემო ათამდე ასფალტის ქარხანაა და ყველა მათგანი, ხელისუფლების უნიათობის გამო, გაჩერებულია და შესაბამისად, შეჩერებულია თბილისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით
დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი და რამდენიმე პირი დააკავა. სიტუაცია პარტიის ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორგანიზაციის წევრებმა პარტიის ოფისთან ბანერი "არ გამოგივათ 21 მარტის რევანში" დაწვეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მის ნათლულებს და მათ ოჯახებს მოუწოდა, რომ მათ უნდა მოძებნონ ისეთი უმწეო ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.