თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული პროექტი გადასახედია, რადგან ის არც დიზაინით და არც სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მისაღები არ არის.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.
თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„თაბორის ნომერ ერთში, ბექა ოდიშარიას ეკუთვნის ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს და ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ჩემთვის არ არის მიზანშეწონილი“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩა N35-ში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 3 500 კვ.მ ფართობზე იგება. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, მოეწყო წყალარინების შიდა ქსელიც.
29-31 მარტს, “ღვინის ქარხანა” თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ორგანიზებით Night Lab-ის პირველი ღონისძიება (ჰაკათონი) გაიმართება.
11 მარტს, საღამოს, თბილისის ვაკის რაიონში, ნინო ჟვანიას 12 ნომერთან კლდის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა, რამაც მიმდებარედ 2 კორპუსის ეზოს პარალიზება და ბუნებრივი აირის მილის დაზიანება გამოიწვია, საიდანაც გაზმა გაჟონა.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის ფიტნეს ზონები ეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.