საქართველოს სახალხო დამცველი, ოკუპირებული გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე საგანგაშო გარემოებაზე საუბრობს. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ ექპერტიზა გარდაცვლების მიზეზებს დაადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
„ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი დიდი მიზეზი არის სამშენებლო მასალები - უსისტემოდ და რეგულაციის გარეშე მიმოქცევაში გაშვებული სამშენებლო მასალები. ერთ-ერთი ლოკაცია მათ შორის არის ელიავას ბაზრობა. ამის დაკავშირება იმასთან, რომ ელიავას ბაზრობა გადაგვაქვს, არასწორია“, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
გალში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გადმოასვენეს, საიდანც მისი ცხედარი თბილისში იქნება გადმოსვენებული.
ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცეში „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „ბოინგ 737-9 მაქსის“ ფრენები დროებით შეჩერდა, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
მამაკაცების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომელთა შორის, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებია.
„ევროპული საქართველოს" წევრებმა კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელი ალთუნ აშიროვი მოინახულეს. პარტიის წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ აშიროვმა მათ მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ უამბო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.