საზოგადოება

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა. მაჩალიკაშვილის თქმით, მან განცხადება, რომ თავს აიფეთქებდა სუს-ის შენობის წინ ემოციურ ფონზე გააკეთა და დანაშაული აქ არ იკვეთება.

სრულად...

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. მაჩალიკაშვილს 12:00 საათისთვის ელოდებიან.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიის ზოგიერთი საშუალება დეკანოზს წარმოაჩენს სიმართლისათვის დევნილად, საპატრიარქოს კი, – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად, რისი მიზანიც არის ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე.

სრულად...

მეუფე იაკობმა ქადაგებისას დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკი“ და „დაჯგუფების“ წევრი უწოდა. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს შეიწყალებს თუ არა გიორგი მამალაძეს თუმცა მეუფე ამბობს, რომ ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას  არ ნიშნავს და პატრიარქს ყოველთვის დაიცავს. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის შიდა საქმეები ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის და ვინც მას მშიშარას უწოდებს თვითონ გრიგოლიას კალთას ეფარება.  

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ დიდგორი არ დამთავრებულა, ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ, ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება.

სრულად...

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.

სრულად...

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც სიკვდილი მოჰყვა. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სრულად...

ვეტერანების სახელმწიფო საქმეთა სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესიკ ქათამაძის მიერ ვეტერან ირაკლი გოგოლაძის შესახებ  გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ვეტერან ირაკლი გოგოლაძეს ვეტრანთა სახელმწიფო სამსახური არა ერთხელ დაეხმარა და ახალაც ცდილობს ყველანაირად დაეხმაროს.

სრულად...

გუდაურისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკადემიური წრეების შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი