თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში გზა ჩავარდა და 12 წლის მოზარდიც ორმოში აღმოჩნდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და იქადაგა.
ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, ქართველი მოჭიდავეების ფოტოს ეხმაურება. ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქართველ მოჭიდავეებს არჩილ ტატუნაშვილის უნდა მორიდებოდათ და მაისურები რუსეთის დროშის გამოსახულებით არ უნდა ჩაეცვათ.
ხომალდი „პანტელენა“, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ოთხი დღეა, რადარებიდან გაქრა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერთან ბოლო კავშირი 14 აგვისტოს შედგა, მას შემდეგ გემისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ არაფერია ცნობილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასტუმრო „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ დროებით დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ. მათთვის „უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია“.
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. ის მსურველებს ბესიკის ქუჩის 4 ნომერში დღეიდან მოემსახურება. მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს.
სასტუმროს გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სასტუმრო „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ გენერალურმა დირექტორმა, ალპერ პინარიმა განაცხადა, რომ რეკომენდაციიების უმრავლესობა შესრულებულია და „ველმონდის“ დახურვა სეზონის პიკზე ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.
„უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების საშუალება“, განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნაზე სასტუმრო „ველმონდისათვის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) საქმიანობის შეჩერების კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.