საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევისთვის კონსულტაციებს იწყებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარომადგენლები პირველ კონსულტაციას აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან მართავენ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მუხიანის სარაგბო კომპლექსში ჭერი ჩამოინგრა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ინციდენტის დროს შენობაში საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის წევრები იმყოფებოდნენ.
პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის ქადაგებას, ნარკოტიკების შესახებ, ეხმაურება. ჯაფარიძე ფეისბუქში წერს, რომ პატრიარქი საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს და მას სურს მისი ნების გარეშე საქართველოს მოსახლეობამ არაფერი მოიმოქმედოს.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია ll საკვირაო ქადაგების დროს, მარიხუანის მოხმარებაზე ჯარიმის გაუქმებას გამოეხმაურა. პატრიარქის თქმით, მარიხუანის მოხმარებით იწყება ყველაფერი, ადამიანს უფრო მეტი აინტერესებს, შესაბამისად მოუწოდებს საზოგადოებას არ დაუშვას, არცერთი ნარკოტიკული საშუალების გამოყენება. ასევე პატრიარქი აცხადებს, რომ „ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სტრასბურგში გაფრენას აპირებდნენ, თუმცა გაფრენა ვერ შეძლეს და ამაში, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.
გრიგოლეთში საზღვაო მაშველებმა სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დიღმის ტყე-პარკში მალე მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. „კურიერის“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ წინასწარი ნებართვა გასცა, რათა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობა აშენდეს. მასშტაბურ მშენებლობას დიღმის გამწვანებულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ანაგი“ გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.