დღეიდან ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
გიორგი და გელა რომელაშვილები ყველა ქართველისთვის ნამდვილი გმირები არიან და როგორც მათი შვილები ამაყობენ მათი მამების გმირული საქციელით, ასე ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახში სტუმრობისას გააკეთა.
2008 წლის აგვისტოს ოში მონაწილე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი ღირსების ორდენითა და მადლობის წერილით დაჯილდოვდა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიღმის ტყე-პარკთან მდებარე შენობებსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკში თბილისის მერია არანაირ მშენებლობას არ გეგმავს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს დაიწყება სამუშაოები ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მოწყობისთვის, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ვაშლიჯვრის დასახლებიდან მოძრაობის განტვირთვას, ასევე საბურთალოდან დიღმის მიმართულებით ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას.
აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, დაღუპული გმირები გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან გაიხსენეს.„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 არასრულწლოვანია.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს მიმართეს. მათ საელჩოში შესაბამისი დოკუმენტები წარადგინეს თუ რატომ მიდიოდნენ სტრასბურგში. ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს უცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის ძალოვან უწყებებს, რათა მოეხდინათ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტექნიკური მოშორება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.