იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას, მოულოდნელს უწოდებს.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საოჯახო ნივთები - 30 კვ.მ.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. საუბარია ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებზე.
გვენეტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამდებობის დატოვება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი უზენაესი სასამართლოს უარს, ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, უსინდისო და უტიფარ გადაწყვეტილებას უწოდებს.
როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, მარიხუანას ლეგალიზებას გამოკითხულთა 74% არ ემხრობა, 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზება უნდა მოხდეს, გამოკითხულთა 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
„ბევრი საუბარი მე ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან საქართველოს პატრიარქის უშვერი სიტყვებით ლანძღვას ეთმობოდა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.
გორის სიახლოვეს ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. ერთმანეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალი მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.