ძლიერი წვიმის გამო, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ „კარვებით ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაშინ როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა“.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე განთავსებული კარვები პოლიციამ აიღო და გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა. კარვების სავალი ნაწილიდან გატანამდე, სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
პოლიციის მიერ დაკავებული ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს 14:00 საათზე შვილმოკლულ მშობლებს და მთელ საქართველოს რუსთაველის გამზირზე, აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე, კვირა საღამოს კარვების განთავსების გამო, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კარვების გზის სავალ ნაწილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მე და ზაზამ ეს სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები აღმოვფხვრათ და როგორც ჩვენ გაგვამწარეს ისე არ გაგამწარონ თქვენ", განაცხადა პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
მოვუწოდებ მმართველ გუნდს, გამოვიდეს ჩვენთან ერთად, დადგეს ამ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლოს უსამართლობას, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.