„რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაფრთხილო ყველა - არავინ გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია", აცხადებს თბილისის მერი დედაქალაქის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე ე.წ. ციანიდის საქმეზეც ისაუბრეს.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომიდან ერთ-ერთი პირველი ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოვიდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი დააკავეს. 27 წლის გოჩა ბერიანიძისა და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის დაკავება სოფლის სალოცავთან მოხდა.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. წმინდა სინოდის წევრები, რომლებიც ამ წუთებში შედიან საპატრიარქოს შენობაში, არ საუბრობენ, თუ რა საკითხები განიხილება სხდომაზე კონკრეტულად.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოადგილეს, ილია ელოშვილს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემემის მოგვარების მიზნით, კონკრეტული გეგმის წარმოდგენა დაავალა.
კახა კალაძემ დედაქალაქის იერ-სახის შენარჩუნებისა და მისი სწორი განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობას და მის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს შესაბამისი დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ სამშენებლო ნებართვების იმ ფორმით გაცემა, რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი, აღარ მოხდება.
პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. შსს-ს ინფორმაციით კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.