კომპანია QNET-ი „რუსთავი 2"-ის სიუჟეტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ QNET-ი პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენს და ეკა ბესელიასთან კავშირი არ აქვს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომპანია „Qnet"-თან მის კავშირზე „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. ეკა ბესელია აღნიშნულ კომპანიასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა არასწორი ინფორმაცია განზრახ გაავრცელეს.
საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. მესაზღვრებმა მწყემსი მიშა პეტრიაშვილი გაიტაცეს.
17-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაზე არიან გადასული“, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, უფასო სკრინინგ პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია სლოგანით „მთავრობის ადგილი შარდის კონტეინერშია“ მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა კანცელარიის შენობის წინ შარდის კონტეინერები მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით მარნეულში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი აშენდება - ე.წ დიღმის ჭალებზე, მტკვრის პირას, „სადაც ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება“, მეორე კი თემქის ხევში, რომლის „გარშემო დაახლოებით 80 ათასი მცხოვრებია“ და რომელიც თბილისის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა გადადგეს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს მისი ფრაქცია პლენარულ სხდომაზე დააყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.