საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 10 ივნისს, 16:00 საათზე დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად...

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე იქნება „ბოლომდე" და იმ შემთხვევაში, თუ ეს აქციები შეწყდება და ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავად წამოიწყებს.

სრულად...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გომბორზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები აშკარად გასამკაცრებელია და განსახილველია ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხები.

სრულად...

აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი თბილისიდანაა, მეორე ქუთაისიდან.

სრულად...

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულებს, რომელთაგან უმრავლესობა ბავშვები, მე-6 კლასელები არიან, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულებს.

სრულად...

მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე გადაჰყავდა, გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანებები აქვს მიღებული 10-მდე ადამიანს.

სრულად...

მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციისაგან მისი შვილის შესახებ პირუთვნელი ინფორმაციის გავრცელება მოითხოვა, მედიასთან კომენტარი გააკეთა აღნიშნული სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ.

სრულად...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა - 3 უკრაინელი ტურისტი და მეოთხე ადამიანი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა, მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სრულად...

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მოკლულ მის შვილთან, დავით სარალიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ თითქოს ის მოძალადე იყო და თანატოლებს ჩაგრავდა, და მოუწოდებს 51-ე სკოლის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ მოახდინონ ამაზე რეაგირება და საზოგადოებას სიმართლე უთხრან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი